,, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ‘’


პროექტის სახელწოდება:,, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ‘’
პროექტის  აქტუალობა:     პროექტი მდგრადია ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც . რადგან ჩაგვრა დაცინვა და დაბეზღება დაწყებით კლასში მეტად პრობლემური საკითხია და ამის გამოსწორება და გათავისება თავიდანვე უნდა მოხდეს,პატარა ასაკიდან, რათა ნელ-ნელა და ეტაპობრივად  ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ადამიანებად. ჰქონდეთ, სხვისი გრძნობების თანაგანცდის უნარი.
პროექტში მონაწილენი: 1-3 მოსწავლეები, მშობელთა ჩართულობა.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის მიზნები:    მოსწავლეებს განუვითარდეს ემპათიის უნარი და სანამ ატკენენ ერთმანეთს გულს, დაფიქრდნენ თავიანთ საქციელსა თუ სიტყვაზე.
         შეძლონ სხვისი გრძნობების გაზიარება, იგრძნონ და გაითავისონ რას იგრძნობენ იგივე სიტუაციაში.
         მოსწავლეები გაიაზრებენ სხვადასხვა აქტივობებით და მიხვდებიან, რომ ყველა წყენა, თავის კვალს ტოვებს ადამიანის გულში.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
პროექტის ამოცანები:

·         სამუშაო გეგმის შემუშავება.
·         დავალებების გადანაწილება.
·         დღიურის შექმნა.
·         დისკუსია, ფილმის ჩვენება.
·         პრეზენტაციისათვის მზადება. 
·         კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა.
·         პროექტის პრეზენტაცია.

       
  
მოსალოდნელი შედეგები: მოსალოდნელია ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება.
·        ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება .

 
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები,  დამრიგებელ, მშობლები.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი-,  ნოუთბუქი-1, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
პირველი შეხვედრა:
აქტივობა N1 მოსწავლეებს დავურიგებ ფერად ბარათებს სადაც გამოხატული იქნება სმაილები  ( სიცილის, დაცინვა და წყენის).

მოსწავლეებს დავსვამ წრეზე და ვკითხულობ სტუაციებს და მოსწავლეებმა უნდა აწიონ სმაილები, რომელიც გამოხატავს ამ სიტუაციაში გრძნობას .
         ბავშვს ნაყინი ჩამოუვარდა კონუსიდან;
         მას დაბადების დღე აქვს ;
         ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
         სურს , რომ უფროსებმა ახალი სათამაშო იყიდონ;
         სკოლაშია და მოშივდა;
         მიდის სტუმრად ახალ გადმოსულ თანაკლასელთან;
         ყური სტკივა და სიცხე აქვს;
         ბავშვს ბიძაშვილმა საჩუქარი აჩუქა;
         მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
         სკოლაში ბებიას ელოდება, რომელიც იგვიანებს;
         ბავშვის ლეკვს ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

ამით მოსწავლეებს დავანახე, რომ სხვადასხვა სიტუაციას, სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა გრძნობით გამოხატავს, წაქცეულ ბავშვზე გაეცინა, ვიღაცა კი ატირდა.

მოსწავლეებს ვესაუბრები სიკეთის მნიშვნელობაზე, შევთავაზებ პროექტზე მუაობას, შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ დავალებებს.
დავალებებს გადანაწილება მოხდება შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.



აქტივობა N2
დიდი ფორმატის ფურცელზე ამოვჭრი გულს და ყველა ბავშვს მივცემ საშუალებას დაკუჭონ და შემდეგ გაშალონ ეს გული, ვანახებ, რომ აი ასე არის ადამიანის გული, მისი პირვანდელი სახის დაბრუნება შეუძლებელია, როგორც ქაღალდი იტოვებს ბზარებს, ასევე ადამიანის გულიც იტოვებს წყენის კვალს. შევიმუშავებ სლოგანს სლოგანს ,,გული ქაღალდივითაა’’ და ამ გულს, ამ სლოგანს, მთელი პროექტის მანძილზე გამოვაკრავთ საკლასო ოთახში.


შეხვედრა მეორე:
აქტივობა N3
მოსწავლეებს ვურიგებ  თაბახის ფურცლებს, სადაც იქნება დახაზული ცხრილი და კვირის დღეები, დავავალებ,შემდეგ შეხვედრაზე მოიტანონ შევსებული. თითოეული დღეების მიხედვით რამდენი სიკეთე გააკეთეს ან რა აწყენინეს ვინმეს, ასეთივე დახაზული დიდი ფორმატის ფურცელს გამოვაკრავ კლასში, რომელსაც შეავსებენ სკოლაში . მივცემ შევსების ინსტრუქციას მოსწავლეებს.

აქტივობა N3
დისკუსია-ფილმის ჩვენება, სადაც მოცემულია, ფაქტები დაცინვაზე და ჩაგვრაზე. აქტივობაში  მონაწილეობას მიიღებს სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები, მოწვეული სტუმრები.

 მესამე შეხვედრა:
მესამე შეხვედრაზე მოხდება დღიურის განხილვა, რამდენი სიკეთე გააკეთეს მთელი კვირის მანძილზე , ყველაზე მეტად, რომელი სიკეთის კეთებისას იგრძნეს თავი ბედნიერად და რამდენად კმაყოფილები არიან საკუთარი თავის .  ვის რა აწყენინეს და ნანობენ თუ არა?

აქტივობა N6
ვამზადებთ  პატარა ბროშურებს ,, რატომ უნდა აკეთო სიკეთე“ რომელსც გავაცნობთ მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას, რომელსაც სამახოვროდ შევინახავთ ჩვენს საკლასო ოთახში.  

      პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნება, სხვა სკოლის წარმომადგენლები, მშობლები და ადმინისტრაცია.

ხელის შემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები:
ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში; ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას,შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს  ), მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე.

პროექტის შედეგები: პროექტი შედეგიანია ვინაიდან იგი არებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც . რადგან ჩაგვრა დაცინვა და დაბეზღება დაწყებით კლასში მეტად პრობლემური საკითხია და ამის გამოსწორება და გათავისება თავიდანვე უნდა მოხდეს პატარა ასაკიდან რათა ნელ-ნელა და ეტაპობრივად  ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ადამიანებად ჰქონდეთ სხვისი გრძნობების თანაგანცდის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელი: ლარისა დემურია
ბიუჯეტი:
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:



მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
   
           24/09.2019
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
            01/10.2019
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
            08/10.2019
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.      ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას



             27/09.2019
2.      ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს

             30/09.2019
3.      შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
           
            02/10.2019
4.      ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს


             04/10.2019
5.      იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს

             07/10.2019

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე





სოციალური პროექტის რეფლექსია
პროექტის ხელმძღვანელილარისა დემურია
სოციალური პროექტის ფარგლებში მე I-III კლასში გნვახორციელე პროექტი
,,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“. პროექტი დავგეგმე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელება
დავიწყე 24 სექტემბერს 2019 . დავასრულეთ 08.10.2019

პროექტზე მუშაობისას  მოსწავლეებმა დასახული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში გააანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი ცოდნა, აგრეთვე სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი. პროექტმა მათში გააღრმავა კვლევითი უნარ – ჩვევები. ისტ – ის გამოყენებამ მათ ხელი შეუწყო, რომ შეექმნათ ელექტრონული რესურსები და ეფექტურად მიეწოდებინათ დაინტერესებული საზოგადოებისათვის თავიანთი ნამუშევარი. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ ყოფა – ცხოვრებაში.
       პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს სოციალურ პროექტებში.
პროექტი შეფასდა მასწავლებელთა სკოლის ადმინისტრაციის, თემის და მოსწავლეთა მიერ შთაბეჭდილებების სახით.
საგანმანათლებლო პროექტის დასრულების შემდეგ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეიქმნა პროექტის ბლოგი:
აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა) გაიღრმავეს ცოდნაშექმნეს საპრეზენტაციო სლაიდებიბლოგი, ინფორმაცია პროექტის შესახებ განთავებულია შემდეგ მისამართზე https://larisasocialuriproeqtebi.blogspot.com/

პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების დაგეგმის

მოდიფიცირების. მომდევნო პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ , წინასწარ მივცემ თემის 

სათაურს  რათა დისკუსიის დროს არგუმენტებით გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები.

No comments:

Post a Comment