,, გული გავუთბოთ მოხუცებს’’.




სოციალური პროექტი
,, გული გავუთბოთ  მოხუცებს’’.
ავტორი -
მონაწილეები - კლასის მოსწავლეები,მშობლები;
კლასი - 2
პერიოდი -

თემის აქტუალობა -   ჩვენი  სოფელი მძიმეა საცხოვრებელი პირობები. ახალგაზრდები გაურბიან  ასეთ პირობებს . სოფელი თანდათან იცლება .ბევრი  სახლი დაიკეტა ,ბევრ სახლში მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს და შვილების და შვილიშვილების ლოდინში ათენ -აღამებენ. მათ ყოფას ისიც ამძიმებს ,რომ სახლები მოშორებითაა ერთმანეთისაგან და მოხუცებს თვეობით არ ყავს ხმის გამცემი.  მაინც არ აქრობენ კერას  შეძლების დაგვარდ შრომობენ და თან გზისკენ უჭირავს თვალი.სწორედ  ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროქტი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და თემის მონაწილეობით.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
)ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის  გააზრება;
) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები: ორგანიზება და საჭირო ნივთების შეგროვება, მარტოხელა მოხუცების  მონახულება.
გრძელვადიანი მიზნები: ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა, სხვისი გასაჭირის გაზიარება.
პროექტის ამოცანები
1.I ეტაპი- შეგროვდეს ტანსაცმელი  მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;
2. II ეტაპი- შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული;

3.III ეტაპი-მარტოხელა მოხუცებთან სახლში  სტუმრობა  და  შეგროვილი ,საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიცემა.

განხორციელების გზები-
1.      პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.      მშობელთა კრების მოწვევა;
3.სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5.  მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;
6.  აქტივობათა პრაქტიკული განხორციელება:
ა)  ტანსაცმლის შეგროვება;
ბ)  პროდუქტის შეგროვება;
გ) ტანსაცმლის მიტანა სკოლაში
დ)მარტოხელა მოხუცებთან   ტანსაცმლის, საკვები  პროდუქტისა და ტკბილეულის  მიტანა.
ე) საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
ზ) პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ  მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა იმ ადამინების მიმართ, რომლებიც თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. ამავე დროს დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ მოხუცების  დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე  მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული. ელექტრონული - Word, Power Point.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
 შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. შეგროვებული ტანსაცმლის  რაოდენობით;
2. შეგროვებული პროდუქტის  რაოდენობით;
3. პროექტში მონაწილე კლასების რაოდენობის მიხედვით;
4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
1.      მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე  განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების  პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.

შესაძლო რისკები:შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ მოხუცებთან   წასვლაზე ან ტანსაცმლის და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ მოგვესწრო გათვლილ ვადებში პროექტის განხორციელება.

პროექტის კალენდარი

აქტივობის დასახელება









1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება

    X









2.სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;


X







3.პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;


  X








4. პროექტის ხუთივე  ეტაპის გნხორციელების  პროცესში მონიტორინგის ჯგუფის შერჩევა;




X





5გასაცნობი ვიზიტი




X




6.საკვები პროდუქტისა და  ტკბილეულის შეგროვება;





X



9.ვიზიტი-მოხუცთან,ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის  მიტანა.






X


10.საბოლოო შეხვედრა- პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;







X

11. პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.









X



No comments:

Post a Comment