საქართველო და მისი კუთხეები


პროექტის სახელწოდება:  საქართველო და მისი კუთხეები
პროექტის  აქტუალობა: ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შევისწავლეთ ლექსი,რომელშიც ნახსენები იყი საქართველოს კუთხეები.აღმოჩნდა რომ მოსწავლეთა უმეტესობას არ აქვს მყარი და საფუძვლიანი ცონდა საქართველოს კუთხეების,მათი ძირითადი მახასიათებლებისა და ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ.აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით  გადავწყვიტე პროექტის განხორციელება.
პროექტში მონაწილენი: 1-3 კლასი
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა შეძლონ საქართველოს კუთხეების დასახელება, დახასიათება ,მსგავსება-განსხვავების შესახებ მსჯელობა;გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის ღირსშესანიშნავ ადგილებს,შეძენილი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენონ პრაქტიკულ სიტუაციებში.
    მოსწავლეთა მიერ მასალის დამოუკიდებლად მოძიება და ორგანიზება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
 იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე: 
განუვითარდეს  სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თანამშრომლობა, კრიტიკული და  შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
 ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება  და ანალიზი.
 კომუნიკაცია  ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
პროექტის ამოცანები: 1.საუბარი საქართველოს კუთხეებზე და პროექტის იდეის 
                                         შეთავაზება.
                                         2.მოსწავლეთა ნამუშევრების გაცნობა.
                                         3.ლიტერატურული საღამოს გამართვა საქართველოს თემაზე.
                                         4. კედლის გაზეთისა და საქართველოს რუკის შექმნა მოსწავლ
                                         ეთა თანამშრომლობით.  
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს შეექნებათ გარკვეული წარმოდგენები კონკრეტულ კუთხეში გავრცელებული ტრადიციების,წეს-ჩვეულებების,დამახასიათებელი ბუნებრივი პირობებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და მოახდენენ ინფორმაციის ორგანიზებას.


ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები,  დაწყებთი კლასის მასწავლებლები, დამრიგებლები, ბიბლიოთეკარი.
მატერიალური რესურსი: - პროეტორი-1, ტელევიზორი -ეკრანი -3.  ნოუთბუქი-1, ფლითჩარტი,ფანქრები,ფლომასტერები, ფოტოები, ვიდეორესურსი ინტერნეტიდან,წიგნები,საქართველოს რუკა,ჰიმნი და გერბი.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
Iაქტივობა-ვკითხულობ ი.გოგებაშვილის „საქართველო და მისი ნაწილები“.ვსაუბრობთ საქართველოს კუთხეების შესახებ.ვარკვევთ ,ვის რომელი კუთხე უყვარს,ვის რომელ კუთხეში უმოგზაურია.ვაკეთებთ ასოციაციურ რუკას.მოსწავლეები შეძლებისამებრ მსჯელობენ კუთხეების ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესახებ.დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფ
ად და თითოეულ ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია ფოტომასალებით კონკრეტული კუთხეების შესახებ ინტერნეტიდან ან ენციკლოპედიებიდან.

II აქტივობა-ჯგუფები ერთმანეთს გაუზიარებენ,გააცნობენ მოძიებულ ინფორმაციებს საქართველოს კუთხეების შესახებ.ვაძლევ შემდეგ დავალებას:მოიძიონ და გაეცნონ ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედებას საქართველოს თემაზე.


III აქტივობა- მოსწავლეების უშუალო თანამონაწილეობითა და თანამშრომლობით გაიმართება ლიტერატურული საღამო საქართველოს თემაზე.მოვიწვევთ უფროსკლასელებს,მშობლებს,მასწავლებლებს.


IV აქტივობა-ჯგუფების უშუალო თანამშრომლობით შევქმნით ერთობლივ კედლის გაზეთს „საქართველოო ლამაზო�“;ასევე დავხატავთ  საქართველოს რუკას ,მკაფიოდ გამოვსახავთ საქართველოს კუთხეებს და გავაკეთებს შესაბამის აღნიშვნებს.
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მონაწილეობას მიიღებს მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები მოსწავლეები.
ხელისშემშლელი ფაქტორები: შესაძლოა მოსწავლეთა მცირე ნაწილმა ვერ მოახერხოს მასალების მოძიება ინტერნეტის არქონის ან სხვა მიზეზის გამო.
პროექტის შედეგები:შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს არსებითი მახასიათებლების მიხედვით,განუვითარდებათ ინფორმაციის კვლევა-ძიებისა და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.
პროექტის ხელმძღვანელი: ლარისა დემურია
ბიუჯეტი:
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი


საპროექტო საქმიანობები
პასუხისმგებელი პირი
ვადები თვეების მიხედვით
Iაქტივობა-ვკითხულობ ი.გოგებაშვილის „საქართველო და მისი ნაწილები
მოსწავლე
მასწავლებელი

    09/10.2019
      
II აქტივობა-ჯგუფები ერთმანეთს გაუზიარებენ,გააცნობენ მოძიებულ ინფორმაციებს
მოსწავლე
მასწავლებელი

     10/10.2019
III აქტივობა- მოსწავლეების უშუალო თანამონაწილეობითა და თანამშრომლობით გაიმართება ლიტერატურული საღამო
მასწავლებელი
მოსწავლე




       11/10.2019

IV აქტივობა-ჯგუფების უშუალო თანამშრომლობით შევქმნით ერთობლივ კედლის გაზეთს „საქართველოო ლამაზო
მოსწავლე
მასწავლებელი


         15/10.2019
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა


მოსწავლე

მასწავლებელი

          29/10.2019   
პროექტის პრეზენტაცია

მოსწავლე
მასწავლებელი


          30/10.2019

შეფასება
    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
   
         09/10.2019
       
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი

        16/10.2019
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
     30/10.2019
პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
          ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას



          11/10.2019
          ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს


          17/10.2019
          შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის


          21/10.2019
          ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს


         23/10.2019
          იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს

          28/10.2019

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე





სოციალური პროექტის რეფლექსია
პროექტის ხელმძღვანელილარისა დემურია
სოციალური პროექტის ფარგლებში მე I-III კლასში გნვახორციელე პროექტი
,,საქართველო და მისი კუთხეები“ პროექტი დავგეგმე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელება
დავიწყე 9 ოქტომბერი 2019 . დავასრულეთ 30.10.2019

პროექტზე მუშაობისას  მოსწავლეებმა დასახული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში გააანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი ცოდნა, აგრეთვე სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი. პროექტმა მათში გააღრმავა კვლევითი უნარ – ჩვევები. ისტ – ის გამოყენებამ მათ ხელი შეუწყო, რომ შეექმნათ ელექტრონული რესურსები და ეფექტურად მიეწოდებინათ დაინტერესებული საზოგადოებისათვის თავიანთი ნამუშევარი. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ საქართველოს კუთხეების გაცნობაში.
       პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს სოციალურ პროექტებში.
პროექტი შეფასდა მასწავლებელთა სკოლის ადმინისტრაციის, თემის და მოსწავლეთა მიერ შთაბეჭდილებების სახით.
   


აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები (აზროვნებამსჯელობათანამშრომლობაშემოქმედებითობაგაიღრმავეს ცოდნა,  შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები,  ბლოგიინფორმაცია პროექტის შესახებ განთავებულია შემდეგ მისამართზე https://larisasocialuriproeqtebi.blogspot.com/

პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების დაგეგმის მოდიფიცირების. მომდევნო პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ , წინასწარ მივცემ თემის სათაურს  რათა დისკუსიის დროს არგუმენტებით გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები.


No comments:

Post a Comment